პროექტი X / Project X ჟანრი:კომედია
რეჟისორი: ნიმა ნურიზადე
პრემიერა საქართველოში: 14 აპრილი 2012
ბიუჯეტი: 65,000,000$
როლებში: ტომას მანი,ოლივერ კუპერი,ჯონათან დენიელ ბრაუნი,დაქს ფლეიმი,კირბი ბლის ბენტონი,ბრენდი ჰენდერი,ალექსის კნაპი

სიუჟეტი სამი თანაკლასელის გარშემო ვითარდება,რომლებმაც გადაწყვიტეს საოცნებო წვეულების მოწყობა,თუმცა მათ ვერ შეძლეს სიტუაციის გაკონტროლება.
ბენ ქინგსლის ეპატიჟებიან „ენდერის თამაშში“

სტუდია Summit Entertainment აწარმოებს მოლაპარაკებებს ბენ ქინგსლისთან სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის „ენდერის თამაშის“ ეკრანიზაციაში მონაწილეობაზე. 67 წლის მსახიობს შესთავაზეს ომის ვეტერანის როლი. ორსონ სკოტ კარდის რომანის სიუჟეტი ვითარდება შორეულ მომავალში. დედამიწის მოსახლეობამ გადაიტანა უცხოპლანეტელების ორი შემოჭრა და ახლა მესამე თავდასხმის მოლოდინშია. კაცობრიობის გადასარჩენად იქმნება სპეციალური სკოლა, სადაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებს პატარობიდანვე შეასწავლიან სამხედრო ხელოვნებას.








 
 
 
www.wsa.ge