პროექტი X / Project X ჟანრი:კომედია
რეჟისორი: ნიმა ნურიზადე
პრემიერა საქართველოში: 14 აპრილი 2012
ბიუჯეტი: 65,000,000$
როლებში: ტომას მანი,ოლივერ კუპერი,ჯონათან დენიელ ბრაუნი,დაქს ფლეიმი,კირბი ბლის ბენტონი,ბრენდი ჰენდერი,ალექსის კნაპი

სიუჟეტი სამი თანაკლასელის გარშემო ვითარდება,რომლებმაც გადაწყვიტეს საოცნებო წვეულების მოწყობა,თუმცა მათ ვერ შეძლეს სიტუაციის გაკონტროლება.
ჰოლივუდის მეგავარსკვლავები კიდევ ერთ კომედიაში გაერთიანდნენ

კამერონ დიაზი, ჯენიფერ ლოპესი, ელიზაბედ ბენკსი, მეთიუ მორისონი და კინოსა და ტელევიზიის კიდევ უამრავი ვარსკვლავი რეჟისორმა კირკ ჯონსმა გააერთიანა ძალიან სასაცილო კომედიაში რას უნდა ელოდო, როცა ბავშვს ელოდები (What to Expect When You’re Expecting).
ფილმს იღებენ ჰეიდი მარკოფის (Heidi Murkoff) ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით, რომელიც The New York Times_მა გამოსცა და გამოცემის დღიდან ბესთსელერად იქცა. ამჟამად წიგნის 30 ენაზეა ნათარგმნი და 34 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.
ჯერ-ჯერობით ფილმის შინაარსზე დიდი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა როგორც ფილმის პროდიუსერები აცხადებენ სიუჟეტი მაქსიმალურად დაახლოვებული იქნება წიგნთან. IMDB_მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მოკლე სინოფსი:
ფილმი ასახავს ხუთი წყვილის ისტორიას, რომლებიც ემზადებიან იმისთვის, რომ გახდნენ მშობლები.
დღეს კი Lionsgate_მა გამოაქვეყნა პირველი ოფიციალური ტრეილერი. მსოფლიო პრემიერა 2012 წლის 11 მაისს არის დაგეგმილი.









 
 
 
www.wsa.ge