პროექტი X / Project X ჟანრი:კომედია რეჟისორი: ნიმა ნურიზადე პრემიერა საქართველოში: 14 აპრილი 2012 ბიუჯეტი: 65,000,000$ როლებში: ტომას მანი,ოლივერ კუპერი,ჯონათან დენიელ ბრაუნი,დაქს ფლეიმი,კირბი ბლის ბენტონი,ბრენდი ჰენდერი,ალექსის კნაპი
სიუჟეტი სამი თანაკლასელის გარშემო ვითარდება,რომლებმაც გადაწყვიტეს საოცნებო წვეულების მოწყობა,თუმცა მათ ვერ შეძლეს სიტუაციის გაკონტროლება.
07 დეკემბერი 2011“The Hangover 3”-ის გადაღებები სტარტს სექტემბერში აიღებს
ფილმის ვარსკვლავმა და შეთავსებით პლანეტის ყველაზე სექსუალურმა მამაკაცმა ბრედლი კუპერმა პოპულარული კომედიის მომავალი ტრიკველის ზოგიერთი დეტალი გაამხილა. „ პირადად მე ძალიან მინდა ამის გაკეთება. იმედი მაქვს, რომ გადაღებები დაიწყება სექტემბერში. შემიძლია დავადასტურო, რომ ტოდ ფილიპსი მთელი დატვირთვით მუშაობს ფილმის სცენარზე“-თქვა მსახიობმა „ჩემი აზრით პირველი ორი ფილმის სიუჟეტური ხაზი ცოტაოდენ მობეზრდა კიდეც მაყურებელს, ამიტომ მესამე ნაწილი იქნება სრულიად განსხვავებული და დაასრულებს ტრილოგიას“- დაამატა კუპერმა. ასევე მსახიობმა ახსენა, რომ სავარაუდოდ მესამე ნაწილის მოქმედება განვითარდება ლოს-ანჯელესში. შეგახსენებთ, რომ თავის როლებს კომედიაში დაუბრუნდებიან ზაკ გალიფიანაკისი და ედ ჰელმსი.