პროექტი X / Project X ჟანრი:კომედია რეჟისორი: ნიმა ნურიზადე პრემიერა საქართველოში: 14 აპრილი 2012 ბიუჯეტი: 65,000,000$ როლებში: ტომას მანი,ოლივერ კუპერი,ჯონათან დენიელ ბრაუნი,დაქს ფლეიმი,კირბი ბლის ბენტონი,ბრენდი ჰენდერი,ალექსის კნაპი
სიუჟეტი სამი თანაკლასელის გარშემო ვითარდება,რომლებმაც გადაწყვიტეს საოცნებო წვეულების მოწყობა,თუმცა მათ ვერ შეძლეს სიტუაციის გაკონტროლება.
შონ კონერიSean Conneryნამდვილი სახელი: თომას შონ კონერი (Thomas Sean Connery) დაბადების თარიღი: 25 აგვისტო 1930 დაბადების ადგილი: ედინბურგი შოტლანდია პირველი ფილმი: 1948
ტომას შონ კონერი 1930 წელს დაიბადა ედინბურგში. სცენაზე გამოჩენამდე შონი სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. ათლეტურმა აღნაგობამ მსახიობს საშუალება მისცა 1953 წელს „მისტერ მსოფლიოში“ მიეღო მონაწილეობა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა. თავდაპირველად კონერი უმნიშვნელო როლებში მონაწილეობდა. 1956 წელს შედგა შონის დებიუტი ტელევიზიაში, 50-იანი წლების ბოლოს კი მოაწერა ხელი კონტრაქტს MGM-თან. 1962 წელს კონერიმ მიიღო პირველი მნიშვნელოვანი როლი - აგენტი 007-ის. ახლაც კი თვლიან, რომ შონ კონერი ჯეიმს ბონდის გმირის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია. ფილმის მეოთხე სერიის შემდეგ, მსახიობმა უარი განაცხადა როლზე, მაგრამ უკვე 1983 წელს იგი კვლავ გამოჩნდა ჯეიმს ბონდის მორიგ სერიაში „არასოდეს თქვა არასოდროს“. შონ კონერიმ წლების განმავლობაში უამრავ პროექტში მიიღო მონაწილეობა. იგი თანამშრომლობდა ალფრედ ჰიჩკოკთან - „მარნი“ (1964), სინდი ლიუმეტთან „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“. შონისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო ჟან-ჟაკ ანოს ფილმი „ვარდის სახელი“. ჯიმ მალოუინის პროექტში 'შეუხებელნი“, შონმა მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, მაგრამ მსახიობმა თავისი თამაშით დაჩრდილა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ქევინ კოსტნერი. ამ პროექტისთვის კონერიმ „ოსკარი“ მიიღო. მსახიობის მომდევნო პროექტებიდან აღსანიშნავია „ნადირობა 'წითელ ოქტომბერზე“ და „ამომავალი მზე“, სადაც შონი პირველად წარსდგა პროდიუსერის ამპლუაში. კონერისთვის ასევე აღსანიშნავია მთავარი გმირის მამის როლი „ინდიანა ჯონსი“-ს ერთ-ერთ სერიაში. მსახიობს უამრავი ეპიზოდური როლი აქვს შესრულებული: „რობინ ჰუდი“, „პირველი მხედარი“, სადაც კონერი ასრულებს მეფე არტურის როლს. მოგვიანებით მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა მძაფრსიუჟეტიან თრილერში „კლდე“. შონის ხმით ლაპარაკობს გველეშაპი ფილმში „გველეშაპის გული“. მსახიობს სულ აქვს შემოთავაზებები და დღესაც იგი უამრავ პროექტში იღებს მონაწილეობას.