პროექტი X / Project X ჟანრი:კომედია რეჟისორი: ნიმა ნურიზადე პრემიერა საქართველოში: 14 აპრილი 2012 ბიუჯეტი: 65,000,000$ როლებში: ტომას მანი,ოლივერ კუპერი,ჯონათან დენიელ ბრაუნი,დაქს ფლეიმი,კირბი ბლის ბენტონი,ბრენდი ჰენდერი,ალექსის კნაპი
სიუჟეტი სამი თანაკლასელის გარშემო ვითარდება,რომლებმაც გადაწყვიტეს საოცნებო წვეულების მოწყობა,თუმცა მათ ვერ შეძლეს სიტუაციის გაკონტროლება.
კლინტ ისტვუდიClint Eastwoodნამდვილი სახელი: კლინტ ისტვუდი (Clint Eastwood) დაბადების თარიღი: 31 მაისი 1930 დაბადების ადგილი: სან ფრონცისკო,კალიპორნია,აშშ პირველი ფილმი: 1948
დაიბადა 1930 წლის 31 მაისს სან-ფრანცისკოში, აშშ. ახალგაზრდობის წლები კლინტ ისტვუდმა მიუძღვნა სპორტს და ფიქრობდა კიდეც სპორტსმენის პროფესიონალურ კარიერაზე. სპორტმა მას ჩამოუყალიბა განსაკუთრებული ხასიათი. მსახიობობის სარბიელზეც კიისტვუდმა შეინარჩუნა სპორტსმენისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება: პირველობის სურვილი, მიზნის მიღწევის დაუშრეტელი ჟინი და შრომისმოყვარეობა. კლინტ ისტვუდი პირველად ეკრანზე გამოჩნდა 1954 წელს. 40-კვირიანი ხელშეკრულება სტუდია უნივერსალთან დიდს არაფერს პირდებოდა ახალბედა მსახიობს. მისი სახელი ტიტრებშიც კი არ ჩანდა. ეს იყო ეპიზოდური, ხშირად კი საერთოდ მუნჯი როლები. მისი დებიუტი ტელევიზიაში 1956 წელს აგრეთვე არ იყო ტრიუმფალური: მცირე როლები სერიალებში მხოლოდ ლუკმა პურის შოვნის საშუალებას იძლეოდა. თუ შევადარებთ მის კინოკარიერას სპორტს, შეიძლება ითქვას რომ 10 წელი ის ვარჯიშობდა და იძენდა გამოცდილებას, მითუმეტეს რომ სპეციალური სამსახიობო განათლება მას არ გააჩნდა.
მსახიობის პირველი წარმატების მომასწავებელი გახდა იტალიელი რეჟისორის სერჯიო ლეონეს ფილმში „მუჭა დოლარში“ (1964) უცნობის როლი. შემდეგ კი ფილმი „კარგი, ცუდი, ბოროტი“ (1966)
სწორედ ამ დროს 34 წლის ასაკში მსახიობს გაუღიმა ფორტუნამ. როლმა „უცნობი“ მოუტანა წარმატება. კლინტ ისტვუდს ამ დროს იღებენ ჰარი კოლახენის როლში, რომელიც ხდება მისთვის ცენტრალური- პოლიციელი-მარტოსული, რომელიც თავგანწირულად ებრძვის დანაშაულებრივ სამყაროს. ეკრანზე გამოჩნდა ძლიერი პიროვნება, რომელსაც არაფრის ეშინია და რომელიც იცავს ადამიანებს დანაშაულებრივი სამყაროსგან. თავად კონსერვატორული ბუნების მქონე მსახიობიც არ მალავდა სიმპათიას საკუთარი გმირის მიმართ. ამ ფილმს მოჰყვა გაგრძელება და ჰარი კოლახენი დაბრუნდა ფილმებით „დამსჯელი“(1976), „მოულოდნელი დარტყმა“ (1983)...
მსახიობი საუკეთესოდ განასახიერებს გამბედავ, შეუდრეკელ, თავის სიმართლეში დარწმუნებულ მამაკაცებს. თავად ისტვუდიც გულწრფელად აღირებს, რომ სწორედ ასეთ გმირებს თამაშობს სიამოვნებით, სწორედ ამიტომ მისი პერსონაჟები დამაჯერებლად გამოიყურებიან. ფრენკ მორისი- ლეგენდარული დამნაშავე, რომელიც გამოიქცევა ყველაზე სასტიკი ამერიკული ციხიდან „გაქცევა ალკატრასიდან“ (1979), სუპერაგენტი მიტჩელ გრანტი „ცეცხლის ხასზე“ (1993).. ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ კლინტ ისტვუდი არის საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი და 1968 წელს მის მიერ შეძენილი კონოკომპანია „მალპასო პროდაქშენი“ წარმატებით ფუნქციონირებს. მან სცადა საკუთარი ძალები როგორც რეჟისორმაც და გადაიღო მრავალი ფილმი. 1993 წელს ისტვუდმა როგორც რეჟისორმა მიიღო ოსკარი ფილმისთვის „დაუპატიჟებელი“
ისტვუდი საკმაოდ ავტორიტეტულია კინოსამყაროში. ის ხელოვნების ნაციონალური კავშირის შეუცვლელი წევრია.