პროექტი X / Project X ჟანრი:კომედია რეჟისორი: ნიმა ნურიზადე პრემიერა საქართველოში: 14 აპრილი 2012 ბიუჯეტი: 65,000,000$ როლებში: ტომას მანი,ოლივერ კუპერი,ჯონათან დენიელ ბრაუნი,დაქს ფლეიმი,კირბი ბლის ბენტონი,ბრენდი ჰენდერი,ალექსის კნაპი
სიუჟეტი სამი თანაკლასელის გარშემო ვითარდება,რომლებმაც გადაწყვიტეს საოცნებო წვეულების მოწყობა,თუმცა მათ ვერ შეძლეს სიტუაციის გაკონტროლება.
მიკი რურკიMickey Rourkeნამდვილი სახელი: ფილიპ ანდრე რურკი უმ (Philip Andre Rourke Jr) დაბადების თარიღი: 16 სექტემბერი 1952 დაბადების ადგილი: შენექტადი ნიუ იორკი აშშ პირველი ფილმი: 1979
ფილიპ ანდრე რურკი უმცროსი დაიბადა ქალაქ ნიუ–იორკში, ირლანდიელი კათოლიკების ოჯახში. 'მოუსვენარი' – ასეთი ახსნა აქვს გვარს 'Rourke' 'ინგლისური პირადი სახელების ლექსიკონშ'. მიკის (ეს ზედმეტსახელი მომავალ მსახიობს დედამ მისცა) დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია; დასახელებულია 1950, 1953 და 1956 წლები. ის ქვეყანას 16 სექტემბერს მოევლინა. ბოქსიორის კარიერის დაწყებისას რურკი 47 ბრძოლას აატარებს საშუალო წონაში; 19 წლის ასაკში უძლიერეს ტვინის შერყევის მიიღებს უძლიერეს მოწინააღმდეგესთან შეხვედრის შედეგად – მსახიობს ბოქსთან დამშვიდობება უწევს. რურკი მონაწილეობას მიიღებს პატარა სპექტაკლში ერთერთი კოლეჯის სცენაზე. ის უფროს დისგან პეტისგან 400 დოლარს ისესხებს, და ნიუ–იორკში დაბრუნდება, სადაც მაშნათვე ჩაიწერება სამსახიობო სტუდიაში. რურკისთვის ცხოვრების რთული პერიოდი დადგება. ის მუშაობს ტრანსვესტიტების ბარის დაცვაში, ყიდის წაბლს ცენტრალურ პარკშ, ბასეინებს წმინდავს, იატაკს რეცხავს, ძაღლებს წ~რწთვნის – და შეგროვილი ფულით სწავლის ფულს იხდის. ის ოთახს ქირაობს ჭუჭყიან ოტელში გრევიჩ ვილიჯში, ჩიფსებით იკვებება; მას არაყავს მეგობრები. ერთხელ სამსახიობო სტუდიის რეპეტიციაზე მოვიდა რეჟისორი ლოურენს კაზდანი – მოგვიანებით ის რურკს პატარა როლს მისცემს თავის ფილმში 'Body Heat'. კაზდანი აღფრთოვანებული იყო ახალგაზრდა მსახიობის თამაშით. 1978 წელს მიკი ლოს–ანჟელესში გადადის საცხოვრებლად. თმცა ახალგაზრდა მსახიობის გადაღება არავის სურს. მაგრამ აი, ბოლოს და ბოლოს მას სპილბერგი შეამჩნევს და დაპატიჟებს ფილმში '1941' სტატისტის სახით.. შემდეგ რამოდენიმე ეპიზოდური როლი მოყვება და ერთი მთავარი როლიც ფილმში 'რაუტების ოჯახის საქმე', სადაც რურსკის პარტნიორი ახალგაზრდა ლინდა გამილტონი იყო. ლუიზიანაში, 1982 წელს მომდევნო ფილმის გადაღებებზე მსახიობი დამწყებ მსახიობს დებორა ფიურერს გაიცნობს; ისინი მალევე დაქორწინდებიან და ასევე მალე დაშორდებიან – 3 წელიწადში. ამ დროს, ფრენსის ფორდ კუპოლა გადაწყვეტს ფილმების ციკლის გადაღებას არც ისე კარგად ცნობილი მსახიობების მონაწილეობით; ერთერთ მთავარ როლზე ფილმში 'Rumble Fish' ის რურკს დაპატიჟებს. ფილმის 'Nine 1/2 Weeks' რურკი დაუყონებლივ ჩაწერე 80–ნი წლების სექს–სიმბოლოების სიაში. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჟურნალები სავსეა მისი სურათებით. 1987 წელს ალან პარკერი გადაიღებს მისტიკურ დეტექტივს–ტრილერს 'Angel Heart'. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარი ანგელოზი – მიკის საუკეთესო როლია; პარკერმა შეძლო შესანიშნავი მსახიობის ნიჭის ჩვენება. ამ ფილმმა დაამტკიცა, რომ მიკი იმ მსახიობების რიცხვს მიეკუთვნის, ვისთვისაც საჭიროა კარგი რეჟისორი და მასალა. იმავე წელს რურკი მონაწილეობას მიიღებს კიდევ ორ სრულიად არაკომერციულ პროექტში 'A Prayer for the Dying' და 'Barfly '. 89 წელს კი გამოვა იტალიელი ლილიანა კავანის ფილმი 'Francesco' – და მიკი რურკის პოპულარობა მსოფლიოში თავის მწვერვალს მიაღწევს. ფილმში 'გრინვიჩ ვილიჯის ნათლი მამა' მსახიობი 12 კილოს მოიმატებს, და 10 კოლოს დაიკლებს ფილმისთვის 'Nine 1/2 Weeks'; მებრძლის სვირინგს გაიკეთებს ფილმისთვის 'A Prayer for the Dying', ერთი თვე იმუშავებს პოლიციაში ფილმისთვის 'Year of the Dragon ', ფილმში 'Homeboy' სინამდვილეშ ჩაატარა ყველა რაუნდი; ორი კბილი ჩაიტეხა 'Barfly'; შვიდი დუბლის განმავლობაში კატაობდა თოვლში შიშველი ფილმისთვის 'Francesco'. ერთი წლის შემდეგ, ეროტიული მელოდრამის 'ველური ორქიდეას' სინჯებზე ის შეხვდება ნამდვილ, ერთადერთ სიყვარულს – მოდელს კერი ოტისს. ასაკობრივმა განსხვავებამ – თთქმის ოცი წელი იყო მათ შორის – არ შეუშალა ხელი ვნებიან რომანს. ეს სინამდვილეში სიყვარული იყო – ისეთი, როგორიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის – ისინი მალევე დაქორწინდნენ. მაგრამ მიკისთან ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა. ის ცემდა ცოლს და ბოლოს და ბოლოს კერიმ ის მიატოვა და მიკის ცრემლებმა ის ვერ დააბრუნე უკან. ასეთი რთული პერიოდის შემდეგ ის თავს კინოს ისე ვერ უძღვნიდა როგორც ადრე მისი ნამუშევრებიდან გაქრა ძველებური შარმი. იმ დროს მან მონაწილეობა მიიღო ფილმებში 'Bullet', 'Double Team', 'Buffalo '66', 'Thursday', 'Animal Factory' და რამოდენიმე სხვა ფილმიც. მერე ის სულ წავიდა კინოდან. მსახიობს ფული დაუმთავრდა და ის პრაქტიკულად მაწანწალად იქცა, ის ჩვეულებრივ ტრეილერში ცხოვრობდა. მთელ დღეები სმაში, გამვლელებთან ხელჩართულ ჩხუბებში და დამაშვიდებელი წამლების მიღებაში გადიოდა. ასე მან საკმაოდ დიდ ხანს იცხოვრა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ის მიხვდა, რომ მისი ცხოვრება უბსკრუს მიუახლოვდა და სასწრაფოდ საჭირო ცხოვრების თავიდან დაწყება. თან კინოში დაბრუნების სურვილმაც წაძლია... ერთხელაც ის ჩავიდა პარიზში და შემთხვევით შეხვდა რეჟისორს ან გურსოს. მან მოულოდნელად მას ერთობლივი პროექტი შესთავაზე სახელწოდებით 'სექტემბერი', რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში რომან პოლანსკის მაგიდაზე იმტვერებოდა. რურკი ეგრევე დათანხმდა წინადადებაზე. აი ოღნდ რა უნდა უყო სახეს, რომელიც მან სინამდვილეში რასაც ჰქვია დაკარგა?. ის რურკი, რომელიც ყველას ახსოვდა, უკვე არ არსებობდა.. სასტიკი ბრძლების დროს პროფესიონალურ რინგზე მას არაერთხელ გაუტეხეს ყბა, ცხვირი და მთლიანი სახის ძვლები. მას არც კი ახსოვს , რამდენჯერ იყო პლასტიკური ქირურგის ქირურგიულ მაგიდაზე... სახის აღდგენის ოპერაცია , რომელშიც მილიონობით თაყვანისმცემელი იყო შეყვარებული, რვა საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა მიკი რურკის ცნობილი ღიმილი სამუდამოდ დარჩა წარსულში, ექიმებმა მხოლოდ ნიღბის მსგავსი სახის შექმნა შეძლეს...